სტუდენტური კონფერენცია 2019 07.06.2019

სტუდენტური კონფერენცია 2019

2019 წლის 30 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და  რუსული პროგრამების სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა საქართველოს, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, ბიზნესის განვითარებას ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით, ამ ქვეყნებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დასაჩუქრდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

 

მსგავსი სიახლეები

მასტერკლასი ბიზნესში 15.06.2020

მასტერკლასი ბიზნესში

2020 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გიწვევთ ბიზნესის მასტერკლასზე...

ვრცლად
მარია სკლადოვსკაია-კიურის აქტივობები: სტრატეგიული ხედვები 23.08.2021

მარია სკლადოვსკაია-კიურის აქტივობები: სტრატეგიული ხედვები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარინე შავლაყაძე 2021 წლის 18 აგვისტოს დაესწრო საერთაშორისო ვებინარს თე...

ვრცლად
თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში 18.06.2018

თჰუს დეკანის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 3-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, გერმანია...

ვრცლად