
ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება
2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“ ორგანიზებით გაიმართა ინკლუზიური სწავლების ახალ მეთოდებსა და სწავლებაზე ორიენტირებული ტრენინგ-სემინარი. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი,პროფესორი ქ-ნი ირმა ბარბაქაძე და ფსიქოლოგიის პროგრმის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი ქ-ნი რუსუდან ესებუა. მოწვეული სტუმრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სკოლა „ინტელექტ-პლუსის“ დირექტორის მოადგილე, ფსიქოლოგი, ქ-ნი ინგა გუზიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები,რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ორგანიზებასა და თამაშებში.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები
2021 წლის 24 აპრილს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ევოლუციური ფსიქოლოგიის საკითხები, Zoom პლატფორმის მე...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება
გაცნობებთ, რომ ა.წ. 16-19 ნოემბერს საფრანგეთის ლორენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება
ვრცლადსტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2021 წლის 24 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თ...
ვრცლად