DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში 27.03.2021

DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში

მიმდინარე  წლის 24 მარტს  ჩატარდა  DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ გერმანიის წამყვანი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებები.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის,  ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, ნონა გელიტაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ლია ჭიღლაშვილი.

შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ  სხვადასხვა კითხვაზე. ფაკულტეტის დეკანებმა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის მიზნით დასახეს სამომავლო გეგმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას,  ურთიერთთანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევებში აქტიურ ჩართულობას. 

მსგავსი სიახლეები

ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამოყენება 01.12.2023

ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამოყენება

2023 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართება ვორკშოპი სტუდენტებისთვის, თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაცია: არსი და პრაქტიკული გამო...

ვრცლად