საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის 11.04.2021

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს "Meet UP! Youth for Partnership" საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებზე გერმანიიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ევროპელებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ერთიანი ევროპისთვის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსება ბინაციონალური, მულტინაციონალური ღონისძიებების დასაგეგმად 14-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან. ამასთან, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ჯობ-შადოვინგის პროგრამაში.

გრანტის ოდენობა შეადგენს 11 000-დან 40 000 ევრომდე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.

მსგავსი სიახლეები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე! 07.05.2020

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ! ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის განვითარების ფარგლებშ...

ვრცლად
I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა 15.09.2025

I საფეხურის სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის დაფინანსების სოციალური პროგრამა

 უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ბაკალავრის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ...

ვრცლად