
სტუდენტთა საყურადღებოდ! სასწავლო ცენტრი
პარასკევს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ჩვენი მეგობარი დაწესებულების შპს სასწავლო ცენტრის ,,გზა მომავლისკენ" პროექტების, პროფესიული კურსების და სხვადასხვა შესაძლებლობების მასშტაბური პრეზენტაცია.
,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას და დასაქმების ხელშეწყობას.
შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი და იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა
შეხვედრაზე ასევე იქნებიან ცენტრის მოქმედი და ყოფილი წევრები. კურსდამთავრებულები, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ შედეგებს და რაც მთავარია ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ახალგაზრდებს.
- დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.
მისამართი - ბერი გაბრიელ სალოსის N31
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თჰუს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილისის ჰუ...
ვრცლადკვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში!
2016 წლის 8-11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწ...
ვრცლადთჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური
2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბი...
ვრცლად