საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 27.04.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 26 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა  საჯარო ლექცია, თემაზე - "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი ასპექტები", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, მანანა ხვედელიძე.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორმა, მანანა ხვედელიძემ საკუთარი მრავალწლიანი, პროფესიული გამოცდილება გაუზიარა მსმენელს, მათ შორის ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის  სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე. წარმოდგენილმა თემატიკამ  სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა დებატები, საჯარო ფორმატში.

მსგავსი სიახლეები

სასერტიფიკატო კურსები ინგლისური ენის მიმართულებით 16.06.2021

სასერტიფიკატო კურსები ინგლისური ენის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსებს ინგლისური ენის მიმართულებით.

ვრცლად
სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია 09.06.2022

სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის...

ვრცლად