საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 26 აპრილს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი ასპექტები", რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, მანანა ხვედელიძე.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორმა, მანანა ხვედელიძემ საკუთარი მრავალწლიანი, პროფესიული გამოცდილება გაუზიარა მსმენელს, მათ შორის ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ კონფლიქტურ სიტუაციაზე. წარმოდგენილმა თემატიკამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს გაიმართა დებატები, საჯარო ფორმატში.
მსგავსი სიახლეები
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური
ვრცლადპროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - ირმა ბარბაქაძე
2019 წლის 24 მაისს 14:00 საათზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით &b...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკუ...
ვრცლად
