ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო შეხვედრა Zoom-ში 29.04.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო შეხვედრა Zoom-ში

2021 წლის 27 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულეტეტზე ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. ფაკულტეტის დეკანმა, აფილირებულმა პროფესორმა - ნონა გელიტაშვილმა პერსონალს გააცნო უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 19 აპრილის ბრძანება დისტანციური სწავლების დროებითი ღონისძიების დამტკიცების შესახებ. აღნიშნული ბრძანება შეეხება სასწავლო კურსების სილაბუსებით გათვალისწინებული საკონტაქტო საათების ორგანიზებას, სასწავლო ცხრილისა და განრიგის მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტთა დისტანციურ სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვისათვის შესაბამისი ალტერნატიული სწავლებისა და შეფასების მექანიზმების შემუშავებასა და შესაბამისი ცვლილებების ასახვას სასწავლო კურსების სილაბუსებში.

რექტორის ბრძანების შესაბამისად, ასევე აუცილებელი გახდა სასწავლო ცხრილით გათვალისწინებული ყოველი საკონტაქტო საათის მიმდინარეობისას (სტუდენტთა დაუსწრებლობის შემთხვევაშიც) ლექციის ჩაწერა ან პრეზენტაციის სტუდენტთათვის (სასწავლო პროცესის კოორდინატორების მიერ გადმოცემულ) მეილებზე დაგზავნა;

სამუშაო შეხვედრაზე, ზემოაღნიშნულ საკითხებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ფაკულტეტის პროფესორებმა: მაია მელაძემ, ირმა მოლაშხიამ, ბესარიონ ნაყოფიამ, მედეა ჭელიძემ, გივი მაკალათიამ და ირინა ბენიამ.

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები 07.11.2020

ტრენინგი თემაზე: ფსიქოლოგიის შასაძლებლობები

2020 წლის 27 ოქტომბერს ჰუმანიტარული ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თე...

ვრცლად
20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია : „მედიცინის აქტუალური საკითხები“ 22.12.2018

20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია : „მედიცინის აქტუალური საკითხები“

20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია : „მედიცინ...

ვრცლად