
საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“
(II ეტაპი)
2021 წლის 11 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე - „საკანონმდებლო ცვლილებათა სამართლებრივი შედეგები საკრედიტო/სასესხო ურთიერთობებში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრაქტიკული პრობლემები ცვლილებათა ჭრილში.“, რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი.
საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.
პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი საუბრისას შეეხო არაერთ პრობლემურ საკითხს, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი რეგულაციების თემატიკა.
წარმოდგენილმა საჯარო ლექციამ სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დასასრულს გაიმართა საჯარო დისკუსია.
მსგავსი სიახლეები
სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან
2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...
ვრცლადპროფესორ ოთარ გამყრელიძის საიუბილეო საღამო
2022 წლის 20 მარტს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის&ld...
ვრცლად