
ვებინარი - ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
2021 წლის 13 მაისს, თჰუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ირინე არჯევანიძე და ეკატერინე სულუხია დაესწრენენ RGUAlumni · არაკომერციული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი კოლეჯის ორგანიზებით ჩატარებულ ვებინარ თემაზე: „ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“
დისკუსიის დროს განხილული იქნა პანდემიის ზოგადი შედეგები, თუ როგორ იმოქმედა სოციალურმა შეზღუდვებმა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იზოლაციისა და ადამიანებთან კონტაქტის არარსებობის პირობებში.
მომხსენებლები:
სტეფანი მორისონი - ედინბურგის ექიმთა სამეფო კოლეჯის მრჩეველი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეფო საზოგადოების სტიპენდიანტი.
დოქტორი ფრენსის ქუინი - დიპლომირებული ფსიქოლოგი; რობერტ გორდონის უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციალური კვლევების სკოლის ფსიქოლოგიის ლექტორი.
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“
2020 წლის 11 ივნისს 16 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის...
ვრცლად