ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმატებული პროექტი საქართველოში 25.11.2021

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმატებული პროექტი საქართველოში

,,სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა სისტემური რუკის ანგარიში”

 

2021 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარდა ონლაინ ღონისძიება, შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუ.

ღონისძიებაზე მოისმინეს საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა სისტემური რუკის ანგარიში.

შეხვედრას, სტუმრის სტატუსით დაესწრო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო იუნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

 

პროექტის მიზანია,- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება, სასამართლოს მიღმა დაცვის მექანიზმებით.

 

წარმოდგენილი ანგარიში,  ასევე მოიცავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სამინისტროების, სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა და პარლამენტის წარმომადგენლების კონტრიბუციას და მიზნად ისახავს საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად სამომავლო ნაბიჯებისთვის საჭირო ელემენტების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტიზაციას.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ონლაინ-დისკუსია, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე  მოესმინათ ქართველი და უცხოელი პარტნიორებისაგან კომპეტენტური პასუხები.

მსგავსი სიახლეები

თჰუმ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირთან! 09.02.2020

თჰუმ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირთან!

2020 წლის 7 თებერვალს სამართლის ფაკულტეტის ინიციატივით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)...

ვრცლად
თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი 20.10.2018

თჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩეულ იქნა პროფესორი თამარ ლალიაშვილი

თჰუ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად, თჰუ ფაკულტეტის საბჭოს მიერ სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობ...

ვრცლად
თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ 18.06.2018

თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

2018 წლის 25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცი...

ვრცლად