ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმატებული პროექტი საქართველოში
,,სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა სისტემური რუკის ანგარიში”
2021 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით ჩატარდა ონლაინ ღონისძიება, შეხვედრას უძღვებოდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუ.
ღონისძიებაზე მოისმინეს „საქართველოში სიძულვილის ენაზე რეაგირების ეროვნულ მექანიზმთა სისტემური რუკის ანგარიში.
შეხვედრას, სტუმრის სტატუსით დაესწრო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო იუნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.
პროექტის მიზანია,- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება, სასამართლოს მიღმა დაცვის მექანიზმებით.
წარმოდგენილი ანგარიში, ასევე მოიცავს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სამინისტროების, სასამართლოს, სახალხო დამცველის აპარატისა და პარლამენტის წარმომადგენლების კონტრიბუციას და მიზნად ისახავს საქართველოში სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად სამომავლო ნაბიჯებისთვის საჭირო ელემენტების იდენტიფიცირებასა და პრიორიტეტიზაციას.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა ონლაინ-დისკუსია, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოესმინათ ქართველი და უცხოელი პარტნიორებისაგან კომპეტენტური პასუხები.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...
ვრცლადსაბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები
საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...
ვრცლად
