II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 07.12.2021

II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სულ 42 მონაწილე, მათ შორის აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.

კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად:

სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;

სამართალი;

ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილეებისათვის თეზისების კრებულისა და სერთიფიკატების დაბეჭვდას.

მსგავსი სიახლეები

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები 20.01.2023

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები

საბაზრო შრომითი ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები. საჯარო ლექცია გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენ...

ვრცლად