II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2021 წლის 6 დეკემბერს, თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა „II ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სულ 42 მონაწილე, მათ შორის აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები.
კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ სექციად:
სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია;
სამართალი;
ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი.
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფს კონფერენციის მონაწილეებისათვის თეზისების კრებულისა და სერთიფიკატების დაბეჭვდას.
მსგავსი სიახლეები
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 21 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 21 ნოემბერს 14 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამა...
ვრცლადრეგისტრაცია უფასო იურიდიულ ტრენინგეგბზე დაიწყო!
იუსტიციის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიაროთ უფასო იურიდიული ტრენინგები შემდეგ თემებ...
ვრცლად
