
პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში
2022 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, დუბროვნიკში (ხორვატია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „აკადემიური საზოგადოების როლი მშვიდობის ხელშეწყობაში“. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფ. ნონა გელიტაშვილი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ბადრი გელიტაშვილი.
კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ რომის კლუბის ხორვატიული ასოციაცია, ზაგრების უნივერსიტეტეტთან და დუბროვნიკის ინტერ საუნივერსიტეტო ცენტრთან (IUC - the Inter University Centre Dubrovnik) ერთად. კონფერენცია ეძღვნებოდა აკადემიური საზოგადოების როლს მშვიდობის მშენებლობაში; კერძოდ, თუ როგორ შეუძლიათ აკადემიკოსებს, ეფექტური წვლილი შეიტანონ სამშვიდობო ძალისხმევასა და დიალოგში კონფლიქტური სიტუაციების დროს. კონფერენცია ინტერდისციპლინური იყო და აერთიანებდა საერთაშორისო აკადემიური და არააკადემიური სფეროს ექსპერტებს სხვადასხვა დისციპლინიდან. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს განსხვავებული პერსპექტივები მშვიდობის მისაღწევად ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე პანელად და ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში.
კონფერენცია გაიხსნა კვირას, 31 ივლისს, პლენარული სესიით, ორშაბათიდან კი გაგრძელდა პანელური სესიებით. წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებისა და დოქტორანტების ავტორობით. კონფერენციის ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალში და/ან კონფერენციის შრომებში.
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი
2018 წლის 22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში" თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 30 აგვისტოდან 07 სექტემბ...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში
„ჰიბრიდულ-ციფრული ცოდნის ტრანსფერი უნივერსიტეტიდან ეკონომიკაში - ახალი გამოცდილება და უწყვეტი...
ვრცლად