არ გამოტოვო HIGHLANDER Georgia-ს ფესტივალი,  იმოგზაურე სვანეთში! 18.08.2022

არ გამოტოვო HIGHLANDER Georgia-ს ფესტივალი, იმოგზაურე სვანეთში!

2022 წლის 25-27 აგვისტოს HIGHLANDER Georgia,  პროექტის ფარგლებში მართავს 3 დღიან სათავგადასავლო ფესტივალს,  სვანეთში (ბეჩოდან უშგულის მიმართულებით). 
პროექტის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით.

ფესტივალი მონაწილეებს სთავაზობს 2 სხვადასხვა სირთულის მარშრუტს :

-HIGHLANDER55-ის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, 3 დღეში (25-27 აგვისტო), ბეჩოდან უშგულამდე არსებული 55 კილომეტრიანი მარშრუტი, ორი საკონტროლო პუნქტის (ზაარგაში და ქორულდის ტბები) გავლით დალაშქრონ. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული

-HIGHLANDEREXPERIENCE  სვანეთი ორდღიანი (26-27 აგვისტო) ლაშქრობა ზაარგაშიდან უშგულამდე. მონაწილეები, დაახლოებით, 25 კილომეტრს დალაშქრავენ, ქორულდის ტბებთან არსებული საკონტროლო პუნქტის გავლით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული.

HIGHLANDER სვანეთი, საქართველო 2022

HIGHLANDER ADVENTURE SVANETI X GEORGIA 2022

რეგისტრაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ჯგუფის  შემთხვევაში მიიღებთ ერთ უფასო რეგისტრაციას (ჯგუფური რეგისტრაცია 3+1). სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ სადებიტო ან საკრედიტო ბარათით.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფასები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე,

ღონისძიებაში მონაწილეთა ასაკია 18 წელი და ზემოთ. არასრულწლოვნები ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ მშობლის/მეურვის თანხლებით და მათი რეგისტრაციის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ღონისძების ორგანიზატორებს.

მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ პირადი სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო ფეხსაცმელი და ა.შ.). დაინტერესების შემთხვევაში, ღონისძიების პარტნიორი კომპანია campshare.ge უზრუნველყოფს მონაწილეებისთვის აღჭურვილობის სპეციალურ ფასად გაქირავებას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, იხილეთ ბმული ან დაუკავშირდით  Georgia@highlanderadventure.com

ტელეფონი (+995) 557 46 04 06 თიკა გეგენავა

 

მსგავსი სიახლეები

თჰუს პრეზენტაცია 85-ე სკოლაში 18.05.2019

თჰუს პრეზენტაცია 85-ე სკოლაში

თჰუს პრეზენტაცია 85-ე სკოლაში

ვრცლად
სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია 09.06.2022

სტუდენტთა რიგით XXX-ე სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს დავით აღმაშენებლის...

ვრცლად
თჰუ-ში ჩატარდება ლექციები ERASMUS+ პროექტის ფარგლებში! 12.05.2017

თჰუ-ში ჩატარდება ლექციები ERASMUS+ პროექტის ფარგლებში!

15-18 მაისის ჩათვლით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციები, ERASMUS + პროექტის ფარგლ...

ვრცლად