
არ გამოტოვო HIGHLANDER Georgia-ს ფესტივალი, იმოგზაურე სვანეთში!
2022 წლის 25-27 აგვისტოს HIGHLANDER Georgia, პროექტის ფარგლებში მართავს 3 დღიან სათავგადასავლო ფესტივალს, სვანეთში (ბეჩოდან უშგულის მიმართულებით).
პროექტის მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით.
ფესტივალი მონაწილეებს სთავაზობს 2 სხვადასხვა სირთულის მარშრუტს :
-HIGHLANDER55-ის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, 3 დღეში (25-27 აგვისტო), ბეჩოდან უშგულამდე არსებული 55 კილომეტრიანი მარშრუტი, ორი საკონტროლო პუნქტის (ზაარგაში და ქორულდის ტბები) გავლით დალაშქრონ. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული
-HIGHLANDEREXPERIENCE სვანეთი ორდღიანი (26-27 აგვისტო) ლაშქრობა ზაარგაშიდან უშგულამდე. მონაწილეები, დაახლოებით, 25 კილომეტრს დალაშქრავენ, ქორულდის ტბებთან არსებული საკონტროლო პუნქტის გავლით. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ ბმული.
HIGHLANDER სვანეთი, საქართველო 2022
HIGHLANDER ADVENTURE SVANETI X GEORGIA 2022
რეგისტრაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. ჯგუფის შემთხვევაში მიიღებთ ერთ უფასო რეგისტრაციას (ჯგუფური რეგისტრაცია 3+1). სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე. გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ სადებიტო ან საკრედიტო ბარათით.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ფასები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე,
ღონისძიებაში მონაწილეთა ასაკია 18 წელი და ზემოთ. არასრულწლოვნები ღონისძიებაზე დაიშვებიან მხოლოდ მშობლის/მეურვის თანხლებით და მათი რეგისტრაციის შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ ღონისძების ორგანიზატორებს.
მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ პირადი სალაშქრო აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, სალაშქრო ფეხსაცმელი და ა.შ.). დაინტერესების შემთხვევაში, ღონისძიების პარტნიორი კომპანია campshare.ge უზრუნველყოფს მონაწილეებისთვის აღჭურვილობის სპეციალურ ფასად გაქირავებას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, იხილეთ ბმული ან დაუკავშირდით Georgia@highlanderadventure.com
ტელეფონი (+995) 557 46 04 06 თიკა გეგენავა
მსგავსი სიახლეები
თჰუში ონლაინ სწავლება იწყება 21 სექტემბრიდან!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი დისტანციური ფორმი...
ვრცლადპირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...
ვრცლადთჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევრო...
ვრცლად