მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 18.07.2017

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

2017–2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრისათვის მობილობის წესით სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის (გარე მობილობისათვის) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ვაკანტური ადგილები: 


ა) სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი; 
ბ) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 5 ადგილი; 
გ) ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა – 5 ადგილი; 
დ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 5 ადგილი; 
ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი; 
ვ) დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ადგილი; 



თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა (გარე მობილობა) რეგისტრაცია განხორციელდება 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 საათამდე, სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ ვებ–გვერდზე ელექტრონულად (www.eqe.ge );

 
2017 წლის 25 აგვისტოს 10.00 საათიდან 05 სექტემბრის 17.00  საათამდე განხორციელდეს გარემობილობით ჩასარიცხ სტუდენტთა მიერ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა :

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა.

ე) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (უცხოელებისათვის);

ვ) აბიტურიენტებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება. (უცხოელებისათვის);



დამატებითი ინფორმაცია მობილობის ეტაპებისა და ვადების შესახებ იხილეთ: 

http://eqe.gov.ge/geo/static/39/mobility/rules--procedures  

მსგავსი სიახლეები

პარასკევს, 12 ოქტომბერს 13:30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან! 10.10.2018

პარასკევს, 12 ოქტომბერს 13:30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან!

  პარასკევს, 12 ოქტომბერს 13.30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაც...

ვრცლად
თჰუს 25 წლის იუბილე! 02.06.2017

თჰუს 25 წლის იუბილე!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა წვეულება. მოწვეულ...

ვრცლად