საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე! 05.12.2022

საჯარო ლექცია, აქტუალურ თამატიკაზე!

2022 წლის 21 ნოემბერს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და  საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცი ორგანიზებით ჩატარდა ერთობლივი  ღონისძიება, კერძოდ, საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაჩხიანმა წაიკითხა ინგლისურენოვანი საჯარო ლექცია, თემაზე:-აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევის მასშტაბი საერთაშორისო სამართალში, არსებული ოკუპაცია და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამართლებრივი პერსპექტივები.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრად მყოფი რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორი, პურან ანდრა ნიკოლეტა; კერძო სამართლის დოქტორი, დუმინიკა ფლორინა რამონა და ფინანსთა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის დოქტორი, ჰაგიუ მარიანა ალინა; ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სტუდენტები.

მსგავსი სიახლეები

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი 27.10.2022

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკა...

ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი 20.12.2021

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკური ანალიზი

საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, მათ შორის „Research Gate“ - ში გამოქვეყნდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი...

ვრცლად