ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group - სა და Tbilisi Humanitarian University - ს მიერ. 14.12.2022

ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group - სა და Tbilisi Humanitarian University - ს მიერ.

 2022 წლის 24 ნოემბერს, საზეიმო ვითარებაში, ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფი / Lawyer-Psychologists Group - სა და Tbilisi Humanitarian University - ს მიერ.
 მემორანდუმის ხელმომწერ მხარეებად წარმოდგენილნი იყვნენ იურისტ-ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელები:
სისხლის სამართლის მაგისტრანტი, საადვოკატო ბიურო "ლეგალ ჯორჯიას" იურისტი - ბატონი გიორგი ქევხიშვილი.
საადვოკატო ბიურო "მეოხის" სისხლის სამართლის ადვოკატი, წარჩინებული მაგისტრი - ქალბატონი ნინო ხაჟალია და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი - ქალბატონი ლია ჭიღლაშვილი.
 მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა ერთობლივი ძალებით შეუწყონ ხელი საზოგადოებრივ განვითარებას და განათლებას, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში.
 მხარეთა მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მაქსიმალური დაცულობის გარანტიის შექმნა.

 

მსგავსი სიახლეები

2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია 18.10.2021

2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია

2021 წლის 10 ნოემბერს გაიმართება გიორგი სვიანაძის საჯარო ლექცია

ვრცლად
საქმისწარმოების პროგრამა eFlow-ს ტრენინგი 24.04.2019

საქმისწარმოების პროგრამა eFlow-ს ტრენინგი

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა...

ვრცლად