სტუდენტთა საყურადღებოდ! სასწავლო ცენტრი
პარასკევს, 23 დეკემბერს, 13:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ჩვენი მეგობარი დაწესებულების შპს სასწავლო ცენტრის ,,გზა მომავლისკენ" პროექტების, პროფესიული კურსების და სხვადასხვა შესაძლებლობების მასშტაბური პრეზენტაცია.
,,გზა მომავლისკენ" ემსახურება ახალგაზრდების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას და დასაქმების ხელშეწყობას.
შეხვედრას გაუძღვება ცენტრის დამფუძნებელი, კარიერული განვითარების ტრენერი და იურისტ - ფსიქოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის პირადი ასისტენტი - სოფო ხარებავა
შეხვედრაზე ასევე იქნებიან ცენტრის მოქმედი და ყოფილი წევრები. კურსდამთავრებულები, რომლებიც გაგვიზიარებენ მათ შედეგებს და რაც მთავარია ტრენერები, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ ახალგაზრდებს.
- დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სრულიად უფასოდ.
მისამართი - ბერი გაბრიელ სალოსის N31
მსგავსი სიახლეები
დეკანის არჩევნები!
თჰუ რექტორის 2017 წლის 30 სექტემბრის 113/06 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა დეკანის არჩევნები ეკონომიკის, ბიზნეს...
ვრცლადმონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში განათლებასა და სწავლების ახალ ტექნოლოგიებზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძემ და ნანა ბიჩენოვმა 2021 წლის 25-26 სექტემბერს (სოვ...
ვრცლად
