საჯარო ლექცია 30.12.2022

საჯარო ლექცია

    2022 წლის 24-25 დეკემბერს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IISR) და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის (GYRA) მიერ, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (THU) მხარდაჭერით საერთაშორისო სამართლის სკოლა გაიმართა.

   საერთაშორისო სამართლის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შვიდი უნივერსიტეტის იურიდიული, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა, საჯარო მოხელეებმა, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

     ექვსი მოდულისგან შემდგარი სპეციალური კურსი პრაქტიკაზე დამყარებული სწავლებით წარიმართა და მოიცვა ისეთი თემები, როგორებიცაა საერთაშორისო სამართლის ზოგადი მიმოხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სამართალწარმოება, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართალში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ანალიზი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივები და 2014 წლის ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის შეიარაღებული კონფლიქტი.

   საერთაშორისო სამართლის სკოლის ფარგლებში ტრენინგებს უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩხიანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველი და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის მოწვეული ტრენერი, გვანცა დოლბაია.

 

 

მსგავსი სიახლეები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები 2021 25.06.2021

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები 2021

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 სასწავლო წლისთვის აფინანსებს 7 სტუდენტს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე...

ვრცლად
ტრენინგი - სასამართლო მედიცინის როლი გამოძიების ეტაპზე 19.03.2019

ტრენინგი - სასამართლო მედიცინის როლი გამოძიების ეტაპზე

2019 წლის 18 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "სასამართლო მედიცინის...

ვრცლად