მივლინება საფრანგეთში 28.06.2022

მივლინება საფრანგეთში

მიმდინარე წლის 27 ივნისს, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის გამგეობის წევრი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მოწვეული პერსონალი ნათია ქაჯაია უნივერსიტეტის დაფინანსებით სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტში.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს ფორმირების წესს, საქმიანობის სპეციფიკას, მუშაობის პრინციპებსა და მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და პროცედურები, აღსრულების პროცესში ადვოკატის ჩართულობის მნიშვნელობა და აღსრულების პროცესის ზედამხედველობის მექანიზმები. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვიზიტის მონაწილეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლოს HUDOC-ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკისა და წესის შესახებ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ესტუმრნენ ევროპის პარლამენტს. შეხვედრისას განხილული საკითხები ეხებოდა პარლამენტის წევრების არჩევის წესს, საქმიანობის პრინციპებს, სპეციფიკას და მუშაობის წესს.

სასწავლო ვიზიტის მონაწილე იურისტები შეხვდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ ლადო ჭანტურიასშეხვედრაზე განხილულ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, ბოლო წლებში ამავე სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან და პრეცედენტულ გადაწყვეტილებებ. შეხვედრაზე საუბარი იყო აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შეტანის პროცედურებზე, ვადებზე, ეტაპებზე, წესებსა და საჩივრის შევსების თავისებურებებზე.

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 08.05.2018

თჰუსა და ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორმა ვალენტინა საყვარელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა)იპ ტურიზმის და მენეჯ...

ვრცლად
თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში 18.06.2018

თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში

2017 წლის 15 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული ს...

ვრცლად
საგანმანათლებლო პროექტი- უწყვეტი განათლება - ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე 16.05.2020

საგანმანათლებლო პროექტი- უწყვეტი განათლება - ონლაინ საჯარო ლექციები სამართლის ფაკულტეტზე

15 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტისა და სტუდე...

ვრცლად