
პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე! არ გამოტოვოთ...
პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე!
არ გამოტოვოთ...
2023 წლის 26 მაისს რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კონფენერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრად პიტესტის უნივერსიტეტის მიერ დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად შეირჩა თჰუ-ს საერთაშორისო სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.
პიტესტის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტსა და თჰუ-ს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო და საორგანიზაციო საკითხების ხელშეწყობას.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები
მსგავსი სიახლეები
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ონლაინ ლექცია პოლონელი პროფესორის კატარზინა პავესკას მიერ
2021 წლის 28 მაისს ვროცლავის გარემოს დაცვისა და სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტის პროფესორმა კატარზინა პავესკამ ჩაატარა ონლაინ ლექცია &b...
ვრცლადსტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზ...
ვრცლად