პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე!  არ გამოტოვოთ... 27.02.2023

პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე! არ გამოტოვოთ...

პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე!

არ გამოტოვოთ...

2023 წლის 26 მაისს რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კონფენერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრად პიტესტის უნივერსიტეტის მიერ დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე,  სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად შეირჩა თჰუ-ს საერთაშორისო   სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.

პიტესტის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტსა და თჰუ-ს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო და საორგანიზაციო საკითხების ხელშეწყობას.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები

აჯენდა

ICCU

Registration form

OPYRIGHT AGREEMENT

template ICCU

Agreement

 

მსგავსი სიახლეები

იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა) 28.04.2021

იაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.12.2016

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი  ვაკანტური ...

ვრცლად