
Europe101 უფასო დისტანციური პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის!
ბრიტანული ორგანიზაცია Common Purpose აცხადებს ევროპის კონტინენტზე მცხოვრები 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მიღებას ოთხკვირიანი უფასო დისტანციური პროგრამისთვის Europe101.
პროგრამა 2023 წლის მაისი-ივნისის პერიოდში განხორციელდება და მონაწილეები შეძლებენ Liquid Leadership-ის მოდელის დაუფლებას.
Europe101-ის პროგრამის შემქმნელებს შორის არიან უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბახნაი, Common Purpose-ის დამფუძნებელი, ჯულია მიდლტონი, Financial Times-ის რედაქტორი, ენდრიუ ჯეკი და სხვები. კურსმა უკვე გააერთიანა 946 მონაწილე ევროპის კონტინენტის 43 ქვეყნიდან.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/lrf6ts
მსგავსი სიახლეები
თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილები...
ვრცლადკახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...
ვრცლადმე-12 საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
მე-12 საერთაშორისო ონლაინ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ...
ვრცლად