სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ  მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე! 06.04.2023

სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!

სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ

მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!

 

   2023 წლის 7 აპრილს  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (წინანდლის ქ. N9) არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი" ორგანიზებით 15:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენა.

ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ყოველწლიურად გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს და ა.შ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მოხალისეობის მსურველებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/STrqyDmZkGeuiiDk7

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 551 143 595

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობას 23.11.2024

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობას

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გაცნობებთ, რომ 23 ნოემბერი დასვენების დღეა!

ვრცლად
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს  წარდგენის ღონისძიება 26.10.2020

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს წარდგენის ღონისძიება

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს პარტნიორ ორგანიზაც...

ვრცლად
პირველკურსელთა რეგისტრაცია! 01.09.2022

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

პირველკურსელთა რეგისტრაცია! თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 01 სექტემბრიდან 2022 წლის 16 ს...

ვრცლად