სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!
სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ
მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!
2023 წლის 7 აპრილს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (წინანდლის ქ. N9) არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდის" ორგანიზებით 15:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება ყოველწლიური მოხალისეობის გამოფენა.
ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
ყოველწლიურად გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს და ა.შ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მოხალისეობის მსურველებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/STrqyDmZkGeuiiDk7
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 551 143 595
მსგავსი სიახლეები
საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე
2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფ...
ვრცლად2020 წლის 4 ნოემბერს გაიმართება ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან
2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომ...
ვრცლადსაჯარო ლექცია, თემაზე: ეკონომიკური ზრდის დეტერმინანტები და მსოფლიო გამოცდილება
2019 წლის 7 მაისს, 14:00 საათზე თბილისის ჰუმან...
ვრცლად
