
პირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 04 სექტემბრიდან 2023 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით. სწავლის დაწყების თარიღია 2023 წლის 11 სექტემბერი. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) 2 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე); გ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - (ატესტატის) დედანი; დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟებისათვის);
ე) მთლიანი სწავლის საფასურის მეოთხედის (25%) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშია: საქართველოს ბანკი GE14BG0000000121317100); აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს მისამართზე: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 16:00 - მდე.
მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ სამართლის მაცნეს წარდგენის ღონისძიება
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს პარტნიორ ორგანიზაც...
ვრცლადჯანდაცვის ფაკულტეტის ლექტორებისა და სტუდენტებისათვის
ერასმუს პლიუსის პროგრამის ფარგლებში ბულგარეთის სოფიას სამედიცინო უნივერ...
ვრცლად