
პროფ. ნონა გელიტაშვილის ბლოგი აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნეტ გამოცემაში გამოქვეყნდა
აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საკუთარ ინტერნეტ გამოცემაში გამოაქვეყნა ბლოგი, თჰუ-ს აფილირებული პროფესორის ნონა გელიტაშვილის ვიზიტის შესახებ. ქალბატონი ნონა გვიამბობს სამუშაო შეხვედრებისა და ორივე კამპუსში სტუმრობის დროს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.
სტატიის ბოლოს, აშაფენბურგის ადმინისტრაცია მთელი უნივერსიტეტისა და განსაკუთრებით კი, მილტენბერგის კამპუსში რეალიზებული პროგრამის პერსონალის სახელით, მადლობას უხდის პროფ. ნონა გელიტაშვილს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტისათვის.
აქვე მონიშნულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და მისი ვებ-გვერდი, რათა გერმანელმა სტუდენტებმა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მიიღონ ინფორმაცია პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო კვლევის დაფინანსება - საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს დაუფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდ...
ვრცლად21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში
21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში&ldqu...
ვრცლად