მიიღე მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით  შემეცნებით-გასართობ მარათონში  რა? სად? როდის? 25.01.2024

მიიღე მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით შემეცნებით-გასართობ მარათონში რა? სად? როდის?

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე ერთი წელია ახორციელებს "EU4 Georgia 4" პროექტის ფარგლებში შემეცნებით-გასართობ მარათონს - "რა? სად? როდის? ევროპის შესახებ".

 

ევროპისა და ევროკავშირის თემატიკაზე სპეციალურად შექმნილი ინტელექტუალური თამაში ხელს უწყობს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებას როგორც ევროკავშირის საქმიანობისა და მისი ღირებულებების, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

 

2024 წელს ევროპის დღის ფარგლებში, 12 მაისს, დაგეგმილია სტუდენტური თამაში სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თამაშს გაუძღვება "რა? სად? როდის? ინტელექტკლუბის დამფუძნებელი, გიორგი მოსიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ოთახიN22

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“ 05.06.2020
ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 24.05.2016

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2015 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართვლოს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს სტუმრობდნენ....

ვრცლად