
სტუდენტური კონფერენცია 2019 - ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები
სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური პრობლემები“
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის ყველა კურსის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების შესწავლითა და კრიტიკული ანალიზით, აგრეთვე არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების გამოვლენის საკითხებით.
კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 30 მაისს.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული და რუსული
სრული ტექსტი: 4-6გვერდი (თავფურცელის ჩათვლით);
შრიფტი: Sylfaen;
ხაზებს შორის დაშორება -1.5;
შრიფტის ზომა-12
არჩეული თემის ავტორები კონფერენციაზე წარადგენენ მაქსიმუმ 15 წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართება დისკუსიაგანხილული თემის გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურის მიერ აირჩევა 3 საუკეთესო მომხსენებელი, რომლებიც დასაჩუქრდებიან სიმბოლური საჩუქრებით. ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
მსგავსი სიახლეები
საქველმოქმედო საღამო თჰუში
2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება საქველმოქმედ...
ვრცლადსაჯარო ლექცია, თემაზე: გადაწყვეტილების მიღების გამოყენებითი მოდელები
2019 წლის 7 მაისს, 13:00 საათზე თბილისის ჰუმან...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის...
ვრცლად