კვლევითი საქმიანობა
თჰუ-ს კვლევის პრიორიტეტული მიმართულებები
შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის 2026 და 2027 წლების კვლევითი პრიორიტეტები, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო კვლევით ტენდენციებს, ეროვნული განვითარების საჭიროებებს და საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკას, რაც უზრუნველყოფს კვლევების ინტერდისციპლინარულობას, პრაქტიკულ ღირებულებასა და საზოგადოებრივ გავლენას.
განისაზღვროს კვლევითი პრიორიტეტები შემდეგი მიმართულებებით:
- სტომატოლოგია:
- ციფრული სტომატოლოგია და AI
- CAD/CAM ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში
- 3D ბეჭდვა სტომატოლოგიაში
- პროფილაქტიკური სტომატოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
- პირის ღრუს დაავადებების ეპიდემიოლოგია
- ბავშვთა და ასაკოვანთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა
- ბიომასალები და რეგენერაციული სტომატოლოგია
- ბიოკომპატიბელური მასალები
- ქსოვილების რეგენერაცია
- პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია
- ტკივილის მართვა
- სტომატოლოგიური შფოთვა და ქცევითი ფაქტორები
II. ფსიქოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული ფსიქოლოგია და AI
- AI და მენტალური ჯანმრთელობა
- ციფრული თერაპია და ტელეფსიქოლოგია
- ტრავმა, სტრესი და კრიზისული ფსიქოლოგია
- პოსტპანდემიური და პოსტკონფლიქტური ფსიქოლოგია
- კოლექტიური ტრავმა
- ნეიროფსიქოლოგია და კოგნიტიური კვლევები
- ყურადღება, მეხსიერება, გადაწყვეტილების მიღება
- ტვინი და სწავლა
- სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია
- სამუშაო სტრესი
- ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება
III. ბიზნესის ადმინისტრირება - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული ტრანსფორმაცია და AI ბიზნესში
- AI-დაფუძნებული მენეჯმენტი
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
- მეწარმეობა და სტარტაპ ეკოსისტემები
- ინოვაციური ბიზნეს მოდელები
- ქალი მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა
- მდგრადი განვითარება
- მწვანე ეკონომიკა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
- ფინანსური ტექნოლოგიები
- ციფრული ბანკინგი
- კრიპტოაქტივები და რეგულაცია
IV. სამართალი - კვლევითი პრიორიტეტები
- ციფრული სამართალი და AI რეგულირება
- AI სამართლებრივი ჩარჩოები
- მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება
- საერთაშორისო და ევროპული სამართალი
- ევროკავშირის სამართალი
- ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში
- ჰიბრიდული ომები და სამართალი
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- სამართალი და ეროვნული უსაფრთხოება
- ჯანმრთელობის სამართალი და ბიოეთიკა
- სამედიცინო სამართალი
- ბიოეთიკური დილემები
5. საჯარო სამართალი
- ეფექტური მმართველობა და დემოკრატია
V. ქართული ენის სწავლება
- ენა, კოგნიცია და ციფრული განათლება
- ხელოვნური ინტელექტი და ენობრივი მრავალფეროვნება
- პროფესიული კომუნიკაცია და აკადემიური წერა
- ენა, იდენტობა და სოციალური ინტეგრაცია
კროს-სექტორული
- ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება
(ფსიქოლოგია + ბიზნესი + სამართალი + სტომატოლოგია) - ჯანმრთელობა, ქცევა და პოლიტიკა
(სტომატოლოგია + ფსიქოლოგია + სამართალი) - ციფრული ეთიკა და რეგულირება
(AI, მონაცემთა დაცვა, ადამიანის უფლებები) - მდგრადი განვითარება და ადამიანის კეთილდღეობა
თჰუ შიდა საგრანტო სისტემის საშუალებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობით, უნივერსიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებში.
2020 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული და დაფინანსებული პროექტები:
1. კვლევა: საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე), ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მაია მელაძე;
2. კვლევა: პრეპარატ კამელინის ქიმიური შემადგენლობის შესწავლა და მისი გავლენა ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე, ხელმძღვანელი: პროფ. დავით ძნელაძე;
3. კვლევა: პლასტმასის მოსახსნელი პროთეზის ბაზისის სადენზინფექციო საშუალებების კრიტიკული პარამეტრების შედარებითი დახასიათება, ხელმძღვანელი: დოდო მაღრაძე.
4. კვლევა: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა ხელმძღვანელი: მარინე შავლაყაძე.
2021 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული და დაფინანსებული პროექტები:
1. კვლევა: ყბა-სახის ქირურგიაში გამოსაყენებელი მასალის (საქონლის ძვლის) დამუშავების ტექნოლოგიის სრულყოფა.
2022 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული და დაფინანსებული პროექტი:
კვლევა: 7 დან 12 წლამდე პედიატრიულ პოსტკოვიდურ პაციენტებში პირის ღრუსმხრივი გამოვლინებების, ნერწყვის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების და პირის ღრუს ჯანმრთელობის ინდიკატორების ურთიერთკორელაციის (კბა+ კბ, ჰი, სისხლდენის ინდექსი) შესწავლა.
ხელმძღვანელი: ლია მანია;
2023-24 წლის ბიუჯეტის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეული და დაფინანსებული პროექტები:
კვლევა: ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები;
ხელმძღვანელი: რუსუდან დევნოზაშვილი;
კვლევა: ახალგაზრდების სამეწარმეო კომპეტენციების ფორმირება და მათი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორების განსაზღვრა;
ხელმძღვანელები:
მედეა ჭელიძე, თამარ ბერიძე, ზვიად ვეკუა;
მიმდინარე 2025 წელს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება ორი კვლევითი პროექტი:
ჯანდაცვის მიმართულებით საგრანტო კვლევითი პროექტი:
ფრონტალური კბილების პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომები და თავისებურებები
.
ხელმძღვანელი: რუსუდან დევნოზაშვილი;
ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით საგრანტო კვლევითი პროექტი:
ეკონომიკური და არაეკონომიკური ურთიერთობების ურთიერთდამოკიდებულება
და თავისებურებები
ხელმძღვანელი: გივი მაკალათია;
დაგეგმილია შემდეგი კვლევების განხორციელება:
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
• სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების პრედიქტორები (ახალგაზრდებს შორის); 
• მუნიციპალური ფინანსების მართვის სრულყოფის გზები საქართველოში; 
ჯანდაცვის ფაკულტეტზე:
• გართულებები დენტალურ იმპლანტაციაში;
• სარძევე კბილების შენარჩუნების მნიშვნელობა ყბა-კბილთა სისტემის სწორად განვითარების მიზნით.
