გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia
2022 წლის სექტემბერში ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA-ს პროექტის მასპინძელია; კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ს ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC).
EIA-ს პროგრამა განკუთვნილია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის (ან მათთვის, ვინც უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ მეწარმეობა და იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე. EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.
EIA-ს პროექტი ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით.
ბანაკში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე:
მსგავსი სიახლეები
თჰუს დახმარებით სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრი...
ვრცლად2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!
2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, დასწრება სავალდებულოა.&nbs...
ვრცლად
