სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ  მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე! 06.04.2023

სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!

სტუდენტებსა და კურსადმთავრებულებს გიწვევთ

მოხალისეობის გამოფენა-ფორუმზე!

 

   2023 წლის 7 აპრილს  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (წინანდლის ქ. N9) არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი" ორგანიზებით 15:00 საათიდან 19:00 საათამდე გაიმართება ყოველწლიურ მოხალისეობის გამოფენა.

ღონისძიების მიზანია მოხალისეობის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმის, პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ყოველწლიურად გამოფენა-ფორუმში მონაწილეობს 40-მდე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომლებიც ემსახურებიან ახალგაზრდების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ ბავშვებს, უსინათლოებს, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს და ა.შ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება კონკრეტული პროგრამები, სადაც მოხალისეობის მსურველებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ დარეგისტრირება და მოხალისეობრივ საქმიანობებში ჩართვა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/STrqyDmZkGeuiiDk7

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 551 143 595

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია - პროფესია ეკონომისტი 19.06.2021

საჯარო ლექცია - პროფესია ეკონომისტი

2021 წლის 29 ივნისს, 19:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია...

ვრცლად
EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი 10.06.2021

EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი

EU4Environment  პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლ...

ვრცლად