I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია 30.05.2021

I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

2021 წლის 27 მაისს თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა „I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.

კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ პარალელურ სექციაში: 1. ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია; 2. ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი; 3. სამართალი; 4. სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა სულ 50-მდე მონაწილე. კონფერენციაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს ასევე 8 სხვადასხვა ქვეყნის: ესტონეთის, უკრაინის, ჩინეთის, პორტუგალიის, ბელორუსიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანისა და ნეპალის მეცნიერ-პროფესორები.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის).

მსგავსი სიახლეები

ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები 09.04.2021

ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეები

ევროკომისია აცხადებს 2021 წლის ევროპული კვლევებისა და ინოვაციების დღეებს, რომელიც მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს მკვლევრებ...

ვრცლად
მასწავლებელთა დაკვირვებისა და სწავლების პროგრამა (TOMP) 10.06.2021

მასწავლებელთა დაკვირვებისა და სწავლების პროგრამა (TOMP)

აშშ-ს საელჩომ საქართველოში გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობ...

ვრცლად