I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია
2021 წლის 27 მაისს თჰუ-ს კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა „I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია“.
კონფერენცია მიმდინარეობდა ოთხ პარალელურ სექციაში: 1. ჰუმანიტარული მეცნიერებები, ფსიქოლოგია; 2. ეკონომიკა, ბიზნესი და ტურიზმი; 3. სამართალი; 4. სტომატოლოგია, ფარმაცია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა სულ 50-მდე მონაწილე. კონფერენციაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოს ასევე 8 სხვადასხვა ქვეყნის: ესტონეთის, უკრაინის, ჩინეთის, პორტუგალიის, ბელორუსიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანისა და ნეპალის მეცნიერ-პროფესორები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი, მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის).
მსგავსი სიახლეები
კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა საბჭოს წევრად!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი შერჩეულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აც...
ვრცლად
