მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება.
საბუთების მიღება ხორციელდება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. ჩარიცხვის მსურველებს 19 სექტემბერს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ გამოცდა ქართული/ინგლისური/რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი - სასამართლო მედიცინის როლი გამოძიების ეტაპზე
2019 წლის 18 მარტს ჩატარდა ააიპ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საკითხთა კვლევის ჯგუფის მიერ ორგანიზებული ტრენინგი "სასამართლო მედიცინის...
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...
ვრცლად
