ფაკულტეტის შესახებ
მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს საბაკალავრო და მოსამზადებელ პროგრამებს, ქართულ ენაზე.
ჩვენი სტუდენეტების განათლებაზე ზრუნავენ მაღალკვალიფიციური ლექტორები, რომლებიც ასევე წარმატებით ეწევიან საგანმანათლებლო საქმიანობას უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტეში.
უნივერსიტეტის მთავარ ღირებულებას სწავლის მაღალი ხარისხი წარმოადგენს, რადგან ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების მთავარი გზა სწორედ მაღალი დემოკრატიული ღირებულებების მატარებელ, განათლებულ და თვითრეალიზებულ თაობაზე გადის. ამიტომ, ჩვენთან სასწავლო პროცესი ინტერაქტიული და შემოქმედებითია, რაც გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას ლექციის მსვლელობაში.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ცდილობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც სტუდენტს საკუთარი მისწრაფებების რეალიზებაში, ინტერესების გაღვივებაში და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
მჯერა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ გააკეთეთ, თქვენს მოლოდინს გაამართლებს და ჩვენთან მიღებული ცოდნა თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარი იქნება.