ფაკულტეტის შესახებ

ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა საუკეთესო საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება, რომელიც სასწავლო პროცესში იყენებს საკუთარ მატერიალ-ტექნიკურ ბაზას.

ჯანდაცვის ფაკულტეტზე წარმოდგენილია   ქართულენოვანი , რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი სტომატოლოგიური პროგრამები. ფაკულტეტი გამოირჩევა მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალითა  და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო კლინიკური ბაზებით,ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ფუნდამენტური და კლინიკური  სასწავლო ლაბორატორიები.

ასევე ფაკულტეტს აქვს საკუთარი სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკა. ფაკულტეტი ვალდებულებას იღებს შეუქმნას სტუდენტს საუკეთესო პირობები სწავლისა და დამოუკიდებელი კვლევისათვის, უზრუნველყოს მეცნიერების შესაბამის დარგში თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

   ჯანდაცვის ფაკულტეტის მიზანია - მოამზადოს პროფესიონალი, ჰუმანური, პასუხისმგებელი, საქართველოსა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი დიპლომირებული სტომატოლოგი, რომელიც მზად არის შემდგომი განათლების მიღებისა  და პროფესიული განვითარებისათვის.

კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს უმცროს ექიმად (სტომატოლოგად), გაიაროს რეზიდენტურის კურსი , გააგრძელოს სწავლა დოქტორანტურაში, დაკავდეს პედაგოგიური და/ან სამეცნიერო საქმიანობით.

 

ფაკულტეტის დეკანი

ილონა საყვარელიძე

ძვირფასო ახალგაზრდებო და მომავალო სტუდენტებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის  ფაკულტეტზესადაც თქვენს განათლებაზე იზრნებენ  მაღალკვალიფიციური, დიდი პროფესიული გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტები.

 ჯანდაცვის ფაკულტეტის  მიზანია, მოამზადოს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით, პროფესიონალი და კვალიფიციური კურსდამთავრებული, რომელიც მზად არის შემდგომი განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის.

ფაკულტეტი დაინტერესებულ პირებს თავაზობთ, საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებზე დაფუძნებულ განათლებასა  და მთელი ცხოვრების მანძილზე ცოდნის მიღების   შესაძლებლობ.

მჯერა, ჩვენთან შეძენილი ცოდნა, ცხოვრების მომავალ გზაზე  თქვენი პროფესიული და პიროვნული წარმატების საფუძველი გახდება.

  გახსოვდეთ, განათლება არის გზა, წარმატებული ცხოვრებისაკენ !

გისურვებთ წარმატებებს!

კეთილი სურვილებით,

დეკანი  

პროფესორი ილონა საყვარელიძე