საჯარო ლექცია თემაზე- „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“ 05.07.2024

საჯარო ლექცია თემაზე- „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“

2024 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის თამთა კიკოლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო სამსახურში“.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ახალი კანონი, რომელიც მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა  და სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) უკვე დაინერგა ისეთი სიახლეებით როგორიცაა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ინციდენტის შესახებ შეტყობინების ვალდებულება, მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და სხვა.

საჯარო ლექციაზე მიმოხილული საკითხები ის ძირითადი სიახლეებია, რაც შემოგვთავაზა ახალმა კანონმა  „პეროსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ , რომელიც წარმატებით დაინერგება  საჯარო სამსახურებში.

მსგავსი სიახლეები

პროექტი  უწყვეტი განათლება 28.04.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები„

ვრცლად
სტუდენტური კონფერენცია 2019 07.06.2019

სტუდენტური კონფერენცია 2019

2019 წლის 30 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მ...

ვრცლად