არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი
2024 წლის 22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“ ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი„თბილისიმარათონი“ .
მარათონის საერთაშორისო მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იღებს მასში მონაწილეობას.
ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით. იგი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას.
თბილისიმარათონი მოიცავს სამ გარბენს:
- ნახევარმარათონს (21.097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი;
- 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი;
- ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე -500მ და 12-15 წლამდე -1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ შერჩეულ ბენეფიცირს სრულად მოახმარს.
„თბილისიმარათონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდეტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს, რაც ხაზს გაუსვამს კორპორატიულ ჩართულობას სოციალურ პროექტში. მარათონის თითოეული მონაწილე ავტომატურად ხდება ქველმოქმედი.
მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზი...
ვრცლადეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ონლაინ ვორკშოპში - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“
25 და 26 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა...
ვრცლად
