იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი

 

მოგესალმებით!

მე ვარ სოფიო ქურთაული - მოქმედი ადვოკატი, იურიდიული ფირმის SK Law LLC დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი.

ჩემი პროფესიული საქმიანობა 16 წელს ითვლის და ამ დროის განმავლობაში დავაგროვე მყარი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ნებისმიერი შინაარსის სამართლებრივ პრობლემაზე მქონდეს მოსაზრება, ხედვა და მისი გადაჭრის შესაძლებლობა.

ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცხოვრებაში ყველას შეიძლება შეხვდეს სამართლებრივი პრობლემა, იქნება ეს შრომითი ურთიერთობა, სოციალური თუ ოჯახური, ქონებასთან დაკავშირებული და სხვა საკითხები.

თუმცა, ხშირად ყველაზე რთული სწორედ პირველი ნაბიჯის გადადგმაა, როცა არ იცით, ვის მიმართოთ და როგორ დაიწყოთ საკითხის მოგვარება.

სწორედ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში დაგეხმარებათ ჩვენი იურიდიული კლინიკა.

იურიდიული კლინიკის მიზანი და პრიორიტეტია, რომ შევძლოთ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი და სხვა ფენებისთვის (დევნილები, სტუდენტები და ა.შ.) ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარების შეთავაზება.

ჩვენი კლინიკა უსასყიდლოდ გაგიწევთ კონსულტაციას თქვენი უფლებების შესახებ, მოგიმზადებთ განცხადებას/საჩივარს ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად, შეგიდგენთ სამოქალაქო ხელშეკრულებას, საჩივარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე და სხვა. დოკუმენტაციის შედგენა-მომზადება ხდება კლინიკის ხელმძღვანელის ზედამხედველობით სტუდენტების მიერ.

იურიდიული კლინიკის სამუშაო დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი. სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათამდე.

იურიდიული კლინიკის საკონტაქტო ტელეფონია: +995 597 540 086, ელექტრონული ფოსტა: legalclinic@thu.edu.ge

პატივისცემით,

სოფიო ქურთაული