ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია ,ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა “(EUA) ERASMUS+
2024 წლის 23-24 სექტემბერს, ჩატარდა ERASMUS+ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით- „ევროპული უნივერსიტეტების ინიციატივა “(EUA).
კონფერენცია მიეძღვნა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, კვლევებისა და ინოვაციების შემდგომი გაძლიერების ასპექტებს. მთავარ მომხსენებლად მოწვეული იყო პროფესორი კევინ გიომი, Circle U-ს (European University Alliance)-ის გენერალური მდივანი. აღნიშნული ორგანიზაცია გამორჩეულია მძლავრი კვლევითი ალიანსით, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი, დემოკრატიული და ჯანსაღი საზოგადოების შექმნას ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გზებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები. კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალიც.
კონფერენციის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
საერთაშირისო ურთიერთობების სამსახური
მსგავსი სიახლეები
ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს ინგლისური ენის შემსწ...
ვრცლადსტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის შეხვედრა სტუდენტებთან
2019 წლის 21 მარტს 15:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური მხარდაჭერისა დ...
ვრცლადდომინანტი ეკონომიკური თეორიის თავისებურებები კრიზისების მართვაში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის დავით ჯალაღონიას, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის იური პაპასქუას და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო...
ვრცლად
