„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“ 04.11.2024

„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“

2024 წლის 22-23 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  ჩატარდა „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024.“ 
ფორუმში მონაწილოება მიიღო გალფის ქვეყნებიდან 90-მა დელეგატმა, შპს „აია ედუქეიშენის“ დაფუძნებას მიეძღვნა პრეზენტაცია რომლის მიზანია სასწავლო პროგრამის ფარგლებში,  საერთაშორისო სტუდენტების ჩამოყვანა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ღონისძიებაზე გაიმართა  პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. ფორუმმა ნამდვილად შექმნა კომუნიკაციის პლატფორმის ახალი შესაძლებლობები, აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც,  შპს „აია ედუქეიშენის“ თანამშრომლებს შეხვდნენ თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  გიორგი ხარშილაძე და კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი მაია მელაძე. 
შეხვედრის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. უახლოეს პერიოდში თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
 

მსგავსი სიახლეები

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ! 29.04.2021

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობ...

ვრცლად
საქველმოქმედო საღამო თჰუში 15.05.2019

საქველმოქმედო საღამო თჰუში

2019 წლის 15 მაისს 18:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება საქველმოქმედ...

ვრცლად
შეიძინე ცოდნა  საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე  და გახდით საუკეთესო სტუდენტი! 22.01.2019

შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

შეიძინე ცოდნა  საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე  და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

ვრცლად