
თჰუ - ს ასოცირებული პროფესორი სტუმრად გადაცემა „დილის პალიტრაში“
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნანა ალექსიძე „დილის პალიტრას“ სტუმარობდა, თემით - მოახლოებული გამოცდები, ფსიქოლოგიური მზაობა და მოზარდების მხარდაჭერა.
მოახლოებული გამოცდების პერიოდი მოსწავლეებისთვის ხშირად თან ახლავს სტრესს, შფოთვასა და ემოციურ დაძაბულობას. როგორ უნდა მოემზადონ მოზარდები ფსიქოლოგიურად, რა როლი აკისრიათ მშობლებსა და პედაგოგებს მათი მხარდაჭერის პროცესში და როგორ შევამციროთ საგამოცდო შფოთვა – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტმა, თჰუ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა ალექსიძემ.
გადაცემაში განიხილეს:
- როგორია მოზარდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა საგამოცდო პერიოდში;
- რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ მათ ოჯახისა და სკოლისგან;
- როგორ ავიცილოთ შფოთვა და გავზარდოთ მოტივაცია;
- რა უნდა გავითვალისწინოთ როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებლებმა.
ნანა ალექსიძე გადაცემაში დამსწრე აუდიტორიას პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოზარდების ემოციურ სტაბილურობას და უკეთეს აკადემიურ შედეგებს.
გადაცემის ბმული: https://live.palitranews.ge/2025-05-29/09:20
მსგავსი სიახლეები
გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე
ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია 'კადემიური თანა...
ვრცლადსაჯარო ლექცია - პროფესია ეკონომისტი
2021 წლის 29 ივნისს, 19:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტარდება საჯარო ლექცია თემაზე: „პროფესია...
ვრცლად