თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგით VI  საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია! 12.06.2025

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტუდენტთა რიგით VI საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია!

2025 წლის  4 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში  სტუდენტთა რიგით VI   საუნივერსიტეტთაშორისო   სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციის მიზანს  სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება, წარმატებული სტუდენტების გამოვლენა და წახალისება წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.

კონფერენცია მოიცავდა სამ სექციას,- მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. თითოეულ სექციას უძღვებოდა და აფასებდა დარგის მიმართულების მოდერატორი და კომისიის წევრები.

სამეცენიერო კონფერენციაზე სტუდენტები წარსდგნენ საინტერესო მოხსენებებით. მონაწილეთა შორის გაიმართა დისკუსია.  მათი მხრიდან  გაჟღერდა არაერთი წინადადება და მოსაზრება, მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარების კუთხით.

კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს კონფერენციაში სტუდენტთა აქტიური ჩართულობა.  დასასრულს კი ყველა მონაწილეს გადაეცა სამეცნიერო კონფერენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური

 

მსგავსი სიახლეები

სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას 24.04.2020

სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას

სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ელსევიერთან’&rsquo...

ვრცლად
სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3 28.06.2021

სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია N3

2021 წლის 25 ივნისს  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტზე  დისტანციური ფორმით ჩატარდა სტუდენტთა სა...

ვრცლად