
„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“.
„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ატარებს „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმს“.
აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:
♦ საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;
♦ კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;
♦ სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;
ამ მიზნების მისაღწევად ფორუმი ჩატარდება განსხვავებული ფორმატით:
13:00 სთ - პანელ დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განხილება ქართულ შრომით ბაზარზე როგორც დამსაქმებლების, ასევე სამუშაოს მაძიებლების თვალით დანახული პრობლემები. პანელში მონაწილეობას მიიღებენ: ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სპეციალისტი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკის სამინიტროს წარმომადგენელი.
14:30 საათიდან დაიწყება დასაქმების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 50-მდე უმსხვილესი კომპანია საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „საქართველოს ბანკი“, „საქართველოს უზენაესი სასამართლო“, „სარაჯიშვილი“, „კარფური“, „ვისოლი“, „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, „დანკინ დონატსი“, „ბიბლუსი“, „ავერსი“, „გაგრა პლუსი“, „MGroup”, სასტუმრო „Ramada Encore”, “პალიტრა მედია ჰოლდინგი“, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „თი ბი სი ბანკი“, „კლინიკა ახალი სიცოცხლე“, „თეგეტა მოტორსი”, „გუდვილი”, „Mკვადრატი“, „ბაზის ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, „ეკონომიკის სამინისტრო“, „ღვინის ქარხანა #1“, „Pinzeria by Bontempi” “სმარტი“, „შატო მუხრანი“ და სხვ.
ფორუმის საშუალებით დაგროვილი ბიუჯეტით 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის დაფინანსდება პროფესიული ორიენტაციის პროექტები სწორედ ამ რგოლის გაძლიერებით შეიძლება ქართულ შრომით ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრა. თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდებს ხელი შეეწყობათ და წახალისდებიან. საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ მაღალმოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს. სწორად შერჩეული პერსონალი კი ნებისმიერი კომპანიის პროდუქტულობის საწინდარია.
თქვენ შეგეძლებათ ინფორმაცია მოიპოვოთ რეალური ვაკანსიების შესახებ, დატოვოთ საკუთარი რეზიუმე, გაეცნოთ იმ კარიერულ სერვისებს, რომლებიც დაგეხმარებათ, შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, იყოთ ლიდერები. ასევე გაეცნობით იმ სტანდარტებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ ქართველი დამსაქმებლები, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან, თანამშრომლების სელექციის პროცესში.
"კარიერული განვითარებისა და გლობალური დასაქმების ფორუმი"-ს პრეზენტაცია
ფორუმში მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უფასოა. სარეგისტრაციოდ გადადით ბმულზე
სატელევიზიო გადაცემა აღნიშნულ ფორუმთან და ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით
https://www.facebook.com/1980789218910701/videos/506990863187612/?modal=admin_todo_tour
„კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ტარდება კარიერული განვითარების ცენტრისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.
მსგავსი სიახლეები
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
კორონავირუსთან დაკავშირებით თჰუში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა!
ვრცლადსაინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
კოლეგებო, ორშაბათს, 28 სექტემბერს გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე თბილისის ჰუმ...
ვრცლადსტუდფესტი-2025
მიმდინარე წლის 6 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრე...
ვრცლად