ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე,- "ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები". ტრენინგს უძღვებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. მიღებული ინფორმაცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლისა და საჯარო სექტორში შესაძლო გადაცდომების აღმოჩენის/რეაგირების უნარ-ჩვევები.
შეხვედრაზე განიხილეს თემები:
· როგორ აღმოვაჩინოთ საეჭვო გარემოებები საჯარო შესყიდვებში
· როგორ დავაკვირდეთ ხელისუფლების მიერ ბიუჯეტის განკარგვას და მის ფინანსურ საქმიანობას
· როგორ მოვიპოვოთ ოფიციალური მონაცემები სხვადასხვა სახელმწიფო პლატფორმიდან
· როგორ მოვითხოვოთ მთავრობაზე ზედამხედველობისთვის საჭირო საჯარო ინფორმაცია
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო კვლევის დაფინანსება - საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს დაუფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდ...
ვრცლადპირველკურსელთა რეგისტრაცია!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან 2021 წლის 17 სექტემბრამდე....
ვრცლად
