ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე განაგრძობს ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" ბაზების იმ ნაწილის ღია წვდომისთვის გახსნას, რომელიც დღემდე მხოლოდ ინტრანეტული ფორმით იყო ხელმისაწვდომი.
აქამდე გახსნილ ბაზებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაემატა. კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის ღიად ხელმისაწვდომი გახდა 500 გამოცემა ცალკე კოლექციის სახით, რომელსაც „დიასპორის ბიბლიოთეკა" ეწოდება. ეს ბაზა უმთავრესად განკუთვნილია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა და ეთნიკურად საქართველოსთან დაკავშირებული პირებისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზების ინტრანეტულ ნაწილში კი რჩება ის გამოცემები, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება.
ეროვნული ბიბლიოთეკა, შექმნილი ვითარების მიუხედავად, პატივს სცემს ავტორ-გამომცემელთა უფლებებს და მათი გამოცემების ციფრულ ვერსიებს არ დებს ელექტრონული ბაზის გახსნილ ნაწილში. თუ გამომცემელს ან ავტორს სურს საკუთარი გამოცემის ღია წვდომისთვის გახსნა, მან ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას წერილობით უნდა მიმართოს.
ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში" განთავსებული კოლექცია „დიასპორის ბიბლიოთეკა" იხილეთ ბმულზე: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5
მსგავსი სიახლეები
2021 წლის 18 დეკემბერს გაიმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრისა და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ო...
ვრცლადშიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში
2016 წლის 20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის...
ვრცლად
